logo
ENG



კობერიძე: მხოლოდ დაზაფრე და იბატონეს პრინციპით მოქმედებს ხელისუფლება

23 აპრ 202013:05
3 წუთის საკითხავი
 

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, ხელისუფლებას საგანგებო პერიოდის განმავლობაში არ წარმოუდგენია არანაირი გეგმა, თუ როგორ აპირებს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას.

მისივე თქმით, ოპოზიციამ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას თავიდან მხარი დაუჭირა, თუმცა ამ პერიოდში ხელისუფლება ვალდებული იყო ანტიკრიზისული გეგმა წარმოედგინა.

„მხოლოდ დაზაფრე და იბატონეს პრინციპით მოქმედებს ხელისუფლება, რასაც ვაკვირდებით ბოლო პერიოდის განმავლობაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ჩვენ უპირობოდ დავუჭირეთ მხარი საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებას, რეალურად ვერაფერი ვერ მოვისმინეთ, თუ როგორ მოემზადა ქვეყანა ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კუთხით და რა კონკრეტიკა იქნებოდა ჩადებული მომავალი საგანგებო მდგომარეობის დროს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაახანგრძლივა.


close დახურვა